ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 17-18 თებერვალს გაიმართა Erasmus + -ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის (CBHE) „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში“ პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიას – საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოში Erasmus+ ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების, აგრეთვე საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე შემუშავდება მესამე მისიის სტრატეგია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მოახდენენ აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება.

2021 წელი

ბანერები