ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტ SQUARE-ის ტრენინგის პირველი ნაწილი

2021 წლის 22-23 თებერვალს ონლაინ გაიმართა პროექტის ტრენინგის პირველი ნაწილი, რომელსაც უძღვებოდნენ კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები – კნამისა (საფრანგეთი) და ტურკუს უნივერსიტეტები. დაგეგმილი სამდღიანი ტრენინგი ორად გაიყო. პირველად განიხილეს შემდეგი საკითხები: მესამე მისიის ისტორია; მესამე თაობის უნივერსიტეტების მამოძრავებელი ძალები; მესამე მისიის უპირატესობები და მნიშვნელობა; მესამე მისია და უნივერსიტეტის იდენტობა და სხვ. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ დღის წესრიგში აქ).

ტრენინგზე კნამისა და ტურკუს უნივერსიტეტებმა ასევე მიმოიხილეს მესამე მისიის აქტივობები საფრანგეთში, ფინეთსა და საკუთარ უნივერსიტეტებში.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს ქართული უნივერსიტეტების შესასრულებელი აქტივობები ტრენინგის მეორე ფაზისთვის: თითოეულმა უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს რუკა, რომელიც განსაზღვრავს მის პოზიციას მესამე მისიასთან დაკავშირებით –განსაზღვროს მესამე მისიის როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციური პროექტები და რესურსები.

2021 წელი

ბანერები