ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული 2022

ახალი ამბები

2022 წლის 18-24 თებერვალს პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) კონსორციუმის წევრმა რამდენიმე ქართულმა უნივერსიტეტმა პლაგიატის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კვირეული სხვადასხვა  ღონისძიებით აღნიშნა.

18 თებერვალს ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია დისტანციურად გაიმართა. კონფერენციის გახსნაზე სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია პლაგიატის გამოვლინების, ცნობადობის, პრევენციისა და რეაგირების შესახებ. კონფერენციის დასრულების შემდეგ ეს მასალა საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე აიტვირთა.

19 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პლაგიატის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ შეახსენა სტუდენტებს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები, ხოლო 23 თებერვალს შესთავაზა Online Iliauni / ონლაინ ილიაუნი-ის კურსი პლაგიატის შესახებ.

19 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის ცნობიერების ამაღლების დღეს მიეძღვნა დისკუსია თემაზე: ,,აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოვიდპანდემიის პერიოდში: გამოწვევები და პრევენციული ღონისძიებები". მომზადდა ვიდეორგოლი.

ამ დღესვე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გაიმართა ონლაინშეხვედრა „აკადემიური კეთილსინდისიერება საუნივერსიტეტო სივრცეში“. 22 და 24 თებერვალს ამავე თემაზე გაიმართა წარდგენა კოლეჯ „პრესტიჟის“ სტუდენტებისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის.

19 თებერვალს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ასევე გაიმართა ონლაინშეხვედრა (google meets) სტუდენტებთან.

იმავე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვებინარი თემაზე: „ერთად ვებრძოლოთ პლაგიატს“.

19 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თათია ჩოკორაიამ ჩაატარა ტრენინგი თემაზე „როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი“.

2022 წელი

 

 

 

ბანერები