ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE)

ახალი ამბები

21-26 ნოემბერს ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის SQUARE კონსორციუმის ქართველი წევრები ტურკუს უნივერსიტეტს ქალაქ ტურკუში, ფინეთში, ტრენინგის და სამუშაო პროცესზე დაკვირვების ვორქშოფების „ეკონომიკის მიმართულებით მესამე მისიის აქტივობების მართვის“ ფარგლებში ეწვივნენ.

ტურკუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  შესთავაზეს ეკონომიკური მიმართულებით მესამე მისიის აქტივობებზე შედგენილი დღის წესრიგი, რომელიც დაიწყო უნივერსიტეტის, როგორც სამეწარმეო ინსტიტუციის კონცეფციის გაზიარებით. მასპინძლების აღქმით, უნივერსიტეტი ისეთივე მნიშვნელოვანია მოთამაშეა საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული ერთეული. შესაბამისად, ტურკუს უნივერსიტეტის პროექტები მიმართულია სტარტაპების, სპინოფებისა და მსგავსი პროექტებისთვის, რომლებიც როგორც გარე, ისე შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოებას სერვისებისა და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის მიმდინარეობისას სხვა მომხსენებლებთან ერთად შეხვდნენ ტურკუს უნივერსიტეტის კვლევისა და განვითარების ცენტრის, სამეცნიერო პარკის, რისკის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც ისაუბრეს უნივერსიტეტის მიერ მესამე მისიის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების მართვის პრინციპებზე.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გააუმჯობესოს მესამე მისიის მნიშვნელობა და ხარისხი ტოპ-მენეჯმენტის და სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით. უზრუნველყოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო მითითებები თავიანთი მესამე მისიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის საბოლოო მიზანია დაიდოს მარეგულირებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მესამე მისიის როლი ეროვნულ დონეზე განისაზღვრება, როგორც აკრედიტაცია-ავტორიზაციის სავალდებულო კომპონენტი.

2022

 

ბანერები