ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში

ახალი ამბები

2024 წლის 16-19 აპრილს ტამპერეს უნივერსიტეტში (ფინეთი) ERASMUS-EDU-2023-CBHE პროგრამის ფარგლებში გაიმართა პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova (PeaceEdu)) კონსორციუმის პირველი  სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილეს პროექტის მიზნები და სამუშაო პაკეტების მიხედვით განსახორციელებელი ღონისძიებები, თითოეული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და  პროექტის ადმინისტრირების ევროკომისიის გზამკვლევი. იმსჯელეს პროექტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის, ასევე დისემინაციის სტრატეგიის შემუშავების პრინციპებზე.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა წარადგინეს სამშვიდობო განათლების  საჭიროებათა ანალიზი ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე,  ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამშვიდობო განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე საუნივერსიტეტო და სასკოლო კურიკულუმებში მშვიდობის მშენებლობის ხელსშეწყობისთვის.

შეხვედრაზე დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები.

პროექტის კოორდინატორი: ტამპერის უნივერსიტეტი (ფინეთი);
თანაკოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
ევროპელი პარტნიორები:
  ინსბრუკის უნივერსიტეტი (ავსტრია),ჰილდეშეიმის უნივერსიტეტი (გერმანია), სამშვიდობო განათლების ინსტიტუტი (ფინეთი);  
ბენეფიციარი პარტნიორები: სოხუმის უნივერსიტეტი (საქართველო), მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (საქართველო), კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა),  ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), საჯარო დიპლომატიის პლატფორმა (უკრაინა), მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა), კიშინიოვის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა), ინოვაციისა და სოციალური განვითარების ცენტრი (მოლდოვა). 

2024

ბანერები