ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია პროექტ „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ ფარგლებში

ახალი ამბები

6-7 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ორდღიანი კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობდა.

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.  

ღონისძიებაზე ქართულმა უნივერსიტეტებმა წარადგინეს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული უნივერსიტეტების „მესამე მისიის‘‘ სტრატეგიული განვითარების ხედვა და გეგმები.

კოლეგებმა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან მონაწილეებს გაუზიარეს უნივერსიტეტის „მესამე მისიის‘‘ გაძლიერების საკუთარი გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობის   შესაძლებლობა პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებთან ერთად ჰქონდა საქართველოს ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

პროექტი ეროვნულ დონეზე უნივერსიტეტების მისიისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას ითვალისწინებს. მის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი  პოლიტიკის დოკუმენტისა და „მესამე მისიის‘‘ კრიტერიუმებისა და შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემისა და აკრედიტაციის პროცედურების განახლება.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (EFMD), ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტის (UNL), ტურკუს უნივერსიტეტის (UTU), ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.

2023

 

ბანერები