ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები

25 იანვარს გაიმართა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საქართველოს, რეგიონული და სათავო ოფისების წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს ილიაუნისა და WHO-ის ერთობლივი პროექტის ძირითადი მიზნები:

  • განისაზღვროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულთა ფუნქციები, ქვეფუნქციები და სერვისები, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ეროვნულ კონტექსტში;
  • ზემოხსენებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირება და კომპეტენციებზე დაფუძნებული განათლების ინსტრუმენტების შემუშავება;
  • ამ ფუნქციებისა და სერვისების მიწოდებაში ჩართულ პროფესიათა რუკის შედგენა.

პროექტის ფარგლებში უნივერსალური ჯანდაცვის პარტნიორობა (UHCP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულ ოფისს საშუალებას აძლევს, გააფართოოს საქართველოს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის (UHC) მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას ფინანსური სირთულეების გარეშე.

2023 წელი

ბანერები