ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნიმ PRINTeL-ის ფარგლებში დაგეგმილი ტრენერთა მომზადების კურსებისთვის მონაწილეები შეარჩია

ახალი ამბები

ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის PRINTeL “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში  ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ტრენერთა მომზადების 5-დღიანი კურსებისათვის (TOT) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეირჩა აკადემიური პერსონალი - 15 მოწვეული მასწავლებელი, რომლებიც, თავის მხრივ, ტრენინგებს ჩაუტარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ 10 მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, 2018 წლის 10 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი ტრენინგის მონაწილეთა ასარჩევად. სულ შემოვიდა 23 განაცხადი უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტიდან/სკოლიდან. 2018 წლის 12 სექტემბერს ჩატარდა გასაუბრება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პრორექტორი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, განვითარების სამსახურის უფროსი/პროექტის კოორდინატორი, ფაკულტეტის/სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და განათლების სკოლის დარგის ექსპერტი. გასაუბრების შედეგად შეირჩა 15 კანდიდატი, რომელთაგან 5 მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის წარმომადგენელია, 6 - ბიზნესის სკოლის, 2 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის, ხოლო 2 -  სამართლის სკოლის. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენერების ტრენინგს გრაცის, ბარსელონის, პორტოს, ლუვენისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტებში.

 

ბანერები