ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სცენარების განვითარების ვორკშოპი გაიმართა

ახალი ამბები

ევროპული და საგარეო პოლიტიკის ბერძნული ფონდისა (ELIAMEP) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 7 მარტს ჰორიზონტი ევროპის პროექტის „EMBRACE” ფარგლებში თბილისში ჩატარდა სცენარების შემუშავების ვორკშოპი, რომლის მიზანიც იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და მის მოქნილობის გაზრდის მიზნით.

ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და მას უძღვებოდა ვოიცეხ პრზიბილსკი, პლატფორმის Visegrad Insight პოლიტიკის ანალიტიკოსი და რედაქტორი.

ვორკშოპის ძირითადი მიგნებები უახლოეს პერიოდში პოლიტიკის მოკლე დოკუმენტის სახით შეჯამდება და წარედგინება ადრესატებს.

ვორკშოპი გაიმართა ჰორიზონტი ევროპის პროექტის: „ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“ (EMBRACE) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების აკადემიურ შესწავლას, გაანალიზებასა და მათი გადალახვის გზების მოძიებას.

 2025

ბანერები