ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჰორიზონტი ევროპის პროექტის “EMBRACE” ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის მეორე შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები

7 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჰორიზონტი ევროპის პროექტის „EMBRACE” ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტის  შეხვედრას უმასპინძლა თბილისში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

შეხვედრის პირველ ნაწილში მკვლევართა გუნდმა მოკლედ ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე, საველე სამუშაოებზე, ხოლო შემდგომ წარადგინა პროექტის მიგნებები. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დაეთმო დისკუსიას. კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს, თუ რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს ევროკავშირის პოლიტიკის გაუმჯობესებას საქართველოსთან მიმართებით და როგორი პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს პროექტის მიგნებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის,  ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების ნაწილში.

ჰორიზონტი ევროპის პროექტის ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში (EMBRACE) მიზანია ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელ ფაქტორთა აკადემიური შესწავლა, გაანალიზება და მათი გადალახვის გზების მოძიება, ასევე, პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება ევროკავშირის სამეზობლოში ამ უკანასკნელის მიერ დემოკრატიის ხელშემწყობი (EUDP) პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. პროექტი 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და სამწლიანია.

 2025

 

ბანერები