ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია: „ციფრული უნარები, ინკლუზიურობა და მდგრადობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში“

დისკუსიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა ფოკუსჯგუფს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ციფრული უნარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის კრიტიკული როლის განსახილველად.

დისკუსიამ წარმოაჩინა ციფრული უნარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით მონაცემთა ანალიზის, პაციენტის მოვლისა და ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვან ამოცანებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის  აუცილებელი უნარების გამომუშავებას, ხაზი გაესვა ასევე ინკლუზიურობასა და მდგრადობას, ძირითად მიმართულებებს, რომლებიც საჭიროებენ მეტ ყურადღებას. 

ფოკუსჯგუფი გაიმართა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის - Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations (Re-Direction) ფარგლებში. 

მოკლედ პროექტის შესახებ 

RE-DIRECTION პროექტი მიზნად ისახავს პარტნიორი ქართული და უკრაინული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინოვაციური სწავლების მეთოდების შემოღება-გაძლიერებასა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სასწავლო პროგრამების დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების მაქსიმალურ ინტეგრაციას. 

პროექტით იგეგმება: 

  • ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება; 
  • პარტნიორ ინსტიტუციებში მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვა;
  • მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

 2024

ბანერები