ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა

ახალი ამბები

საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე (უფროსკლასელი) გოგოებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს უახლეს ერთწლიან პროგრამას ,,საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგონებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას.

პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

პროექტი მიზნად ისახავს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლე 100 გოგონასთვის საინჟინრო სკოლის შექმნას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შაბათ-კვირას იმუშავებს.

პროექტის მთავარი მიზანია, გოგონები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მეთვალყურეობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

პროექტის მიზანია, შექმნას უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის უნივერსალური, გრძელვადიანი მოდელი, რომელიც სკოლებს ხელს შეუწყობს, ჩამოაყალიბონ რობოტიკის კლუბები სპეციალურად გოგონებისთვის დეტალური სასწავლო გეგმითა და უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ყოველწლიური რობოტიკის კონკურსებით.

ბანერები