Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia, and Moldova
ახალი ამბები
2-3 აპრილს მოლდოვის სახელმწიფო და პედაგოგიურმა უნივერსიტეტებმა უმასპინძლეს პროექტის „სამშვიდობო განათლების ხელშემწყობი კურიკულუმის რეფორმა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia, and Moldova, PeaceEdu − ERASMUS-EDU-2023-CBHE) კონსორციუმის მეორე შეხვედრას, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: სამშვიდობო განათლების ტრანსფორმაციული როლი; სამშვიდობო განათლების დიდაქტიკური მიდგომები: თეორიიდან პრაქტიკამდე; მშვიდობის კვლევებისა და სამშვიდობო განათლების მიმართულებით სასწავლო კურსების სილაბუსები და მათი ინტეგრირება საუნივერსიტეტო კურიკულუმებში; მშვიდობის მშენებლობაზე ორიენტირებული ექსტრაკურიკულარული აქტივობები და უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის შესაძლებლობები სამშვიდობო ინიციატივებში; პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები.
კონსორციუმზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიკო ლობჟანიძემ და განათლების მეცნიერების პროგრამის დოქტორანტმა ლია ტვილდიანმა წარადგინეს მასწავლებლის მომზადების პროგრამების სილაბუსი, პილოტირების, მონიტორინგისა და შეფასების გეგმა, ინფორმაცია განხორციელებული სტუდენტური აქტივობების შესახებ და სამომავლო გეგმები.
2025
გალერეა