ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის შეხვედრა

პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონების 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მიმდინარე წლის 9 ივნისს ჩატარდა პროექტის მონიტორინგი. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პროექტის ყველა პარტნიორი და ქუთაისის ფაბლაბის წარმომადგენელი, საუბარი იყო პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე და განხორციელებულ აქტივობებზე. ამ ეტაპისთვის პროექტის ფარგლებში

  • დაიწყო ვებპლატფორმის შექმნა;
  • შეირჩა 25 სკოლა და GITA-ს 7 ცენტრი;
  • შეთანხმდა 3 ძირითადი მიმართულება;;
  • შეიქმნა ამ სამი მიმართულების კურიკულუმი და მასალები;;
  • შეირჩნენ სკოლების ჰოსტმასწავლებლები და ტრენერები;
  • დაიწყო კლუბების მუშაობა;

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის გეგმები და მომავალი თანამშრომლობა.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://techclubs.ge/

2021 წელი

ბანერები