ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აკადემიური პერსონალის ტრენინგი პროექტის PRODIGE ფარგლებში

ახალი ამბები

4-6 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) პირველი ტრენინგი.  შეხვედრას ესწრებოდნენ ილიაუნის წარმომადგენლები.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ციფრული განათლების ძირითადი ასპექტები, მათ შორის: ონლაინსწავლების მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობა; საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკები და მათი ადაპტირების შესაძლებლობა ქართულ კონტექსტში.   

ტრენინგს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

პროექტის შესახებ

სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE, რომელიც ორგანიზებას უწევს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების დანერგვას, შემუშავებულია პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოს 10 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მასში ასევე მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროექტის მიზანია ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.  

2025

ბანერები