ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის სასერტიფიკატო კურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამებზე

სასერტიფიკატო კურსი ტურისტული გიდი

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე - ტურისტული გიდი.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია ტურისტული გიდის მომზადება .

სასერტიფიკატო პროგრამის თემატკა:

  • ტურის დაგეგმვა და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
  • დეტალური ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ბუნებირივი  რესურსების შესახებ; 
  • მარშრუტების აღწერა და მათი დაგეგმვმის სპეციფიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • ტურიზმის მიმართულებების აღწერა და სტატისტიკა;
  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევების შესწავლა საერთასორისო სტანდარტების საფუძველზე;

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი, რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე, კვირაში ორ დღე  დატვირთვით.

თეორიული კურსისი დასრულების  შემდეგ განხორციელდება პრაქტიკული გასვლები როგორც კულტურული,  ისე სალაშქრო - სათავგადასავლო ტურის მიმართულებით.

კურსის დარსულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.

არსებული პროგრამა გათვალისწინებულია, როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სწავლის საფასური: 850 ლარი


სასერტიფიკატო კურსი ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეოობა

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე - ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეოობა.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია მსმენელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ღვინის ტურიზმისა და საოჯახო მეღვინეობის შესახებ, მსმენელს გააცნოს ღვინის ტურიზმში არსებული ტენდენციები, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, შეასწავლოს ღვინის ტურიზმის საწყისი და შემდგომი განვითარების ეტაპები. ასევე, გააცნოს ქართულ და საერთაშორისო ღვინის ბაზარზე არსებული ვითარება.

პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ:

  • ღვინის გზა;
  • საქართველოს მევენახეობის ზონები;
  • მარნის დადეგვმა და მოწყობა;
  • მარნის ჰიგიენა;
  • ქვევრის ღვინის ფენომენი;
  • ღვინის დაგემოვნების კულტურა და მისი სპეციფიკა;
  • ღვინის ბრენდირება;
  • ქართული ღვინის მარკეტინგი;
  • მასპინძლობის კულტურა მარანში;

კურსის ხანგძლიობა: 30 საათი,  რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე  , კვირაში ორ დღეზე დატვირთვით

კურსის პრაქტიკულ ნაწილში შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე  გაეცნონ საოჯახო მარნის მოწყობის სპეციფიკას, გაეცნონ ღვინის დაგემოვნების კულტურას.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.

არსებული პროგრამა გათვალისწინებულია, როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სწავლის საფასური: 800 ლარი


სასერტიფიკატო კურსი სასტუმროს მენეჯმენტი

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე სასტუმროს მენეჯმენტი

სასერტიფიკატო კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს თეორიულ ცოდნასთან ერთად  განუვითაროს  ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ მათ წარმატებით განახორციელონ საქმიანობა სასტუმრო ბიზნესის სფეროში. 

პროგრამის ფარგლებში მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ:

  • სასტუმროთა სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია;
  • სასტუმროს პოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიის ფორმულირება;
  • ლიდერობა და ხელმძღვანელობის სტილი. სასტუმროს მენეჯერის მართვის მიდგომები;
  • მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები;
  • სასტუმროს რეზერვაციის სისტემა;
  • სტუმრის რეგისტრაცია, კონტროლი;
  • აუდიტის მომზადება და კონტროლი;
  • კვებისა და სასმელების განყოფილების ფუნქციები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციონირება;
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა სასტუმროებში;
  • სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების განყოფილების ფუნქციები;

კურსის ხანგძლიობა: 30 საათი,  რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე, კვირაში ორ დღეზე დატვირთვით.

კურსის პრაქტიკულ ნაწილში წარამეტბულ მსმსნელებს შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება გაიარონ სასტუმროში.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.

არსებული პროგრამა გათვალისწინებულია, როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სწავლის საფასური: 800 ლარი


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

E-mail: tourism.centre@iliauni.edu.ge

T: 599 70 64 61 გიორგი ქემერტელიძე

ბანერები