ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით

სასერტიფიკატო კურსი „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“.

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს უნარი, გამოიყენონ ექსელი, როგორც მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტი და შეძლონ მონაცემების დამუშავება და ვიზუალიზაცია ექსელის კომპლექსური ფორმულებისა და მონაცემთა ანალიზის პაკეტების საშუალებით.

კურსის განმავლობაში გამოყენებულ მასალებთან ერთად მსმენელებს გადაეცემათ კრებული „მონაცემთა ანალიზი MS Excel-ის გამოყენებით“ ქართულ ენაზე.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სერტიფიკატს.

ტრენერები:

ბიზნესის სკოლის ლექტორები - რეზო ბერაძე (კურსები: ექსელი, კალკულუსი, ეკონომიკა) და ირაკლი გაბრიაძე (კურსები: სტატისტიკა, ეკონომიკა)

თემები:

  • სწრაფი მუშაობა ექსელში მაუსის გარეშე
  • მონაცემების იმპორტი, გასუფთავება და სამუშაოდ მომზადება
  • დაკავშირებისა და რეფერირების ფუნქციები
  • Pivot/დინამიკური ცხრილები
  • ბიზნესსცენარების ანალიზი
    • What If ანალიზი
    • Goal Seek
    • Scenario Manager
    • Data Table
  • ბიზნესგადაწყვეტილებები (Decision-making)
  • სტატისტიკური აპლიკაციები ექსელში
    • ძირითადი სტატისტიკური ფუნქციები
    • მონაცემთა ანალიზის პაკეტი (Data Analysis Toolkit)
    • რეგრესიული ანალიზი
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური მოდელირება
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია
    • კომპლექსური გრაფიკების აგება
    • მონაცემთა ვიზუალიზაცია პირობითი ფორმატირების დახმარებით
    • Sparkline გრაფიკების შექმნა
    • Power View
  • ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია Macro-ს გამოყენებით
  • შესავალი VBA-ში

პროგრამაში ჩართვის წინაპირობა:

ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა, რაც გულისხმობს რომ სტუდენტმა იცის:

  • ექსელის ინტერფეისის მორგება
  • საბაზისო ფორმულების (sum, average, count, if, and) გამოყენება
  • მარტივი გრაფიკების აგება

იმისთვის, რომ განისაზღვროს ექსელის ცოდნის დონე, სტუდენტმა უნდა დაწეროს წინასაკურსო საკვალიფიკაციო გამოცდა.

ტრენინგის განრიგი:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 24 სექტემბერი.
  • წინასაკურსო საკვალიფიკაციო გამოცდის თარიღია 27 სექტემბერი.
  • ტრენინგის დასაწყისი: 2 ოქტომბერი
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 კვირა (აქედან - სალექციო პერიოდი 6 კვირა, დამოუკიდებელი სამუშაოსთვის 1 კვირა, გამოცდისთვის მოსამზადებლად 1 კვირა)
  • ტრენინგების პერიოდულობა: სამშაბათი და ხუთშაბათი
  • ჩატარების დრო: 19:00 - 21:00
  • ჩატარების ადგილი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 (ვაკის პარკის წინ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი

ტრენინგის საფასური და რეგისტრაცია:

  • ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი (გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად - 300 და 190 ლარი. პირველი ნაწილი უნდა გადაიხადონ 1-ლ ოქტომბრამდე, ხოლო მეორე - 5 ნოემბრამდე).
  • გთხოვთ, გაიარეთ ონლაინრეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან მცხეთლიშვილი

ტრენინგკურსის კოორდინატორი

მობილური: 577 23 39 17

E-mail: excel@iliauni.edu.ge

ბანერები