ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020- 2021

გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 25, 26, 27, 31 აგვისტოს, 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე: 

რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განაცხადი ივსება ადგილზე). განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა. 

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი: 

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: 

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი); 
  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2020 წლის 1-ლი აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით); 
  • სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია); 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის); 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი; 
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4-ზე და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD); 
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან; 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ნებისმიერ პროგრამაზე, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) და არქიტექტურის (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა პირებმა (გარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხული პირებისა) გამოცდების ეროვნული ცენტრიდან უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ მეოთხე გამოცდად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ან მათემატიკის, ან გეოგრაფიის, ან ფიზიკის, ან ქიმიის, ან ბიოლოგიის გამოცდა. 
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე მობილობით გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს; 
  • სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლა შეუძლიათ მხოლოდ სხვა უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს. 

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები