გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები
სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, ელექტრონულად რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 11 თებერვლის, 24:00 საათამდე შემდეგ ელ.მისამართებზე:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი - mobility.arts_sciences@iliauni.edu.ge - იხ. განაცხადის ფორმა
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი - application_se@iliauni.edu.ge - იხ. განაცხადის ფორმა
გ) სამართლის სკოლა - mobiloba.law@iliauni.edu.ge - იხ. განაცხადის ფორმა
დ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი - mobility.bte@iliauni.edu.ge - იხ. განაცხადის ფორმა
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.
შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:
განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
- ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
- ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
- სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში - ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში -პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- ფოტოსურათი ზომით 3X4;
- სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.