გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები
ახალი ამბები
სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2025 წლის 12, 15 და 16 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი − H105 აუდიტორია, მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (შესასვლელი ეზოდან).
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი − E207 აუდიტორია, მის.: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი
განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
- ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში − ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
- ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2025 წლის 20 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
- სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში − ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში − პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
- სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.
2025