ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2022-2023

გარე მობილობა – შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება,  რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 10, 13 და 14, თებერვალის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი H118;
გ) სამართლის სკოლა – ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A407;
დ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 ოთახი E304.

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ფაკულტეტის/სკოლის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა.


შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი

განცხადებას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
  • ცნობა, გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2023 წლის 30 იანვრის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  • სტუდენტზე გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოდან გაცემული ცნობა.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები