ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ახალი ამბები

პროგრამის მოკლე აღწერა 

პროგრამა განკუთვნილია პირთათვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს და აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაბარებული და სურთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეუძლია უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენცია - დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება

პროგრამის სტრუქტურა

  • პედაგოგიკა - ფსიქოლოგიის ბლოკიდან - 30 კრედიტი
  • სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან - 6 კრედიტი;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ბლოკი - 24 კრედიტი;

შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა მიმართულების სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლა“ ან „არ ჩათვლ“-ით. კურსდამთავრებულზე პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.

დასაქმების სფეროები

  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
  • კერძო და საჯარო სკოლებში
  • დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროს მასწავლებლად .
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრებში;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
  • საგანამანათლებლო რესურსცენტრებში;
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამაზე რეგისტრაცია და შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ტარდება ელექტრონული ფორმატით.

რეგისტრაციის  დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC)).  

რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არ არსებობის შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოადგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
ე) ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კი  ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და  ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

 

 საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995 32) 222 00 09 (349)
ელ.ფოსტა:
✉ sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge
 lia.tvildiani.1@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები