ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მუსიკა)

ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მუსიკა)

პროგრამის მოკლე აღწერა

პროგრამა განკუთვნილია პირთათვის, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს, აქვთ შესაბამისი საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაბარებული  და სურთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლა .

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს მუსიკის (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხური) მასწავლებელი, რომელსაც გააჩნია წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეუძლია უპასუხოს მასწავლებლისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენცია - დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება

პროგრამის სტრუქტურა

  • პედაგოგიკა - ფსიქოლოგიის ბლოკიდან - 30 კრედიტი
  • სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან - 6 კრედიტი;
  • მუსიკის სწავლების ბლოკი - 24 კრედიტი;

შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა მიმართულების სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლა“ ან „არ ჩათვლ“-ით. კურსდამთავრებულზე პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.


დასაქმების სფეროები

  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
  • კერძო და საჯარო სკოლებში
  • დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მუსიკის უფროს მასწავლებლად.
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრებში;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრებში;
  • საგანამანათლებლო რესურსცენტრებში;
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში
საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995 32) 222 00 09 (349)
ელ.ფოსტა:
✉ sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge
 lia.tvildiani.1@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები