ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება: I-VI კლასები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადება: I-VI კლასები

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 300 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი

მისაღები კონტიგენტი: 50

კოდი NAEC ცნობარში: 0100115

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია 2018 წელს.

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარებაზე, რაც მათ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე დაფუძნებით სწავლა-სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

ამასთან პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიც არის: ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, პრობლემის იდენტიფიცირების, მისი ავტონომიურად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.

პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, რომელსაც ექნება წარმატებული პროფესიული საქმინობისათვის შესაბამისი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ღირებულებები და შეძლებს უპასუხოს მასწავლებლისთვის წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები შესაბამისობაშია მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი საფეხურის საგნობრივ ნაწილსა და უფროსი მასწავლებლისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ძირითადი მიმართულებაა სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებისა და განათლების ფსიქოლოგიის შესწავლა. სტუდენტი ეცნობა სწავლების თანამედროვე მიდგომებს და კლასის მართვისა და კომუნიკაციის თავისებურებებს.

გარდა ამისა ისწავლება  ქართული ენის ლექსიკოლოგია, ქართული ენის სწავლების მეთოდიკა, საბავშვო ლიტერატურა, წერა-კითხვის სტრატეგია, დაწყებითი მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ისტორიისა და გეოგრაფიის საფუძვლები და საზოგადოებრივი მეცნიერებები.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება

  • დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის (I-VI კლასი) პროფესიული სტანდარტის საგნობრივი ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა;
  • ცოდნა პიროვნების, განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიების შესახებ;
  • მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უნარი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაციისა და უნივერსალური დიზაინის შექმნის ძირითადი პრინციპების ცოდნა, სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის უნარი, სასწავლო პროცესში მათი ჩართვისა და კლასში ინტეგრაციის უნარი;
  • კლასგარეშე საქმიანობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცოდნა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის;
  • ცოდნა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაგეგმვის, წარმართვისა და ანალიზის ძირითადი მიდგომების შესახებ და გააცნობიერებს კვლევის შედეგების გამოყენების აუცილებლობას საკუთარი პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს:

  • საგნობრივი ცოდნის ეფექტიანად გამოყენებას სწავლებისას;
  • პიროვნების,  განვითარებისა და განათლების თეორიების ცოდნის ეფექტიანად გამოყენებას თითოეული მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობი უსაფრთხო და თავისუფალი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გარემოს სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად;
  • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შემუშავებას, მათზე დაყრდნობით სასწავლო პროცესის წარმართვასა და შეფასებას;
  • დადებითი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნასა და სსსმ მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარების მიზნით თანამშრომლობას სპეციალურ მასწავლებელთან და მასთან კონსულტაციით ან/და შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და გამოყენებას;
  • კლასგარეშე საქმიანობის დაგეგმვასა და წარმართვას მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კვლევის მეთოდის შერჩევას, კვლევის ჩატარებას, კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ინტერვენციების დაგეგმვას, განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის შეფასებას.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთდები მოიცავს ლექცია/სემინარებს, დისკუსიასა და დებატებში ჩართულობას, ინდივიდუალურ, წყვილებში და ჯგუფურ მუშაობას, სიტუაციის ანალიზს (Case Study), პრეზენტაციას, დემონსტრირებას,  პროექტებითა და კოგნიტური დიაგრამებით სწავლებას, უკუკავშირის მეთოდებს, პედაგოგიურ პრაქტიკას, მასზე დაკვირვებას, ანალიზსა და რეფლექსიას, წყაროებზე მუშაობის მეთოდებს, ლაბორატორიულ მუშაობას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს და სხვ.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • მასწავლებლის პროფესიაში შესვლის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო და საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების უფროს მასწავლებლად;
  • სასწავლო ცენტრებში.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის სტუდენტმა უნდა გაიაროს კრედიტები
 ზოგადი მოდულიდან 42
პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან  48
საგნობრივი და საგნობრივი მეთოდიკის ბლოკიდან  141
დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან 27
კვლევის ბლოკიდან 42


ჩასაბარებელი გამოცდები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა (გერმ., ინგლ., რუს., ფრანგ.)
  • მათემატიკა/ისტორია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები