ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამები

ცხადდება მიღება ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

რეგისტრაციის ვადები და პროცედურები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრობის კანდიდატებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2024 წლის 12-დან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.   

ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 12 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2024 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.

ვ) სამხედრო  აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სააპელაციო განხილვები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისა და სააპელაციო განხილვების ჩატარების თარიღებად განისაზღვრა 2024 წლის 2-დან 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული გამოცდის ჩატარების თარიღის შესახებ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1  დღით ადრე.

 შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით - (ინსტრუქცია):

ა) კერძო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში), ესეი (ნიმუში), ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში);

ბ) საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში), ესეი (ნიმუში),  ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში);

გ) სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი (ნიმუში),  ინგლისური ენის გამოცდა B2 დონე (ნიმუში).

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება A405 A408, A409, A305, A307, A206; B201, აუდიტორიებში, კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

მაგისტრანტობის კანდიდატთა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის პირველადი შეფასებები განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის  მითითებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2024 წლის 7 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა სააპელაციო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარადგინონ  სამართლის სკოლის ელექტრონულ მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge  2024 წლის 9 და 10  სექტემბერს.

  1. სააპელაციო განაცხადები განიხილება 2024 წლის 11-12  სექტემბერს.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები

2024 წლის 13 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე ერთი თვის ვადით (13 ოქტომბრამდე) განთავსდება გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, შეფასების, სკოლისა და პროგრამის მითითებით.

ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, დაიწყება 2024 წლის 14 სექტემბრიდან და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით (მათ შორის 14-16   სექტემბერი – ძირითადი სია, 17-18 სექტემბერი – სარეზერვო სია), 10:00-დან 18:00 საათამდე (18 სექტემბერს – 10:00-დან 17:00 საათამდე). ხელშეკრულებები გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A407 აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32).

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, დიპლომის, სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი  ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს  დიპლომსმისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ძალადაკარგული იქნება გამოცემის მომენტიდან.

 2024

ბანერები