ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები

მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ბიზნესის სკოლა

ტექნოლოგიის სკოლა

განათლების სკოლა


რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ რეგისტრაციის ბაზის საშუალებით: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters 2023 წლის 14-დან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 14 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2023 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი  განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს განაცხადში მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოგზავნეთ, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

შიდასაუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) – 2023 წლის 1 სექტემბერი. ქეისი
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – 2023 წლის 4 სექტემბერი. ქეისი    2023  წლის 1, 2, 6  სექტემბერი.  ზეპირი გამოცდა
  • MBA (ENG) – 2023 წლის 2 სექტემბერი. ქეისი
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები – 2023 წლის 1 და 2 სექტემბერი. გასაუბრება 

* დამხმარე ლიტერატურა– საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა – დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი

  • განათლების ადმინისტრირება – 2023 წლის  4, 6, 7 სექტემბერი. გასაუბრება

* დამხმარე ლიტერატურა -- კანონი ზოგადი განათლების შესახებ/უმაღლესი განათლების შესახებ

დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროის და ადგილმდებარეობის  შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არა უგვიანეს 1 სექტემბრისა.


პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2023  წლის 11 სექტემბერს. 

მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოგზავნონ 2023  წლის 11 და 12 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით ელმისამართზე bte@iliauni.edu.ge .

ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2023 წლის 12 სექტემბერს.

განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 13 სექტემბერს.

მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2023 წლის 15 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

  1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2023 წლის 16-18 სექტემბერი,
  2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2023 წლის 19 სექტემბერი,

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილიწესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ 
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს
032 2 22 00 09 (180)
masters_bte@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!

2023 წელი

 

ბანერები