ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა

პროგრამის მოკლე აღწერა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად არსებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება 11 მიმართულებით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები:

ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
სამოქალაქო განათლება (საბაზო-საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ბიოლოგია (საბაზო-საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);

  • უცხო ენები:

ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

  • ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);

პროგრამის მიზანი

  1. პროგრამის მიზანია მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის (უცხო ენების მასწავლებლის მიმართულების შემთხვევაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები.პროგრამაზე დაშვების წინაპირობა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენცია - დადასტურებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;
  2. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

პროგრამის სტრუქტურა

  • პედაგოგიკა-ფქისოლოგიის ბლოკი - 30 კრედიტი
  • საგნობრივი მეთოდიკების ბლოკი- 24 კრედიტი
  • სასკოლო პრაქტიკის ბლოკი -6 კრედიტი

შენიშვნა: პროგრამის დასასრულს ყველა მიმართულების სტუდენტი წარმოადგენს ელექტრონულ პორტფოლიოს. პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტი ფასდება „ჩათვლა“ ან „არ ჩათვლ“-ით. კურსდამთავრებულზე პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში. 

დასაქმების სფეროები

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის უფროსი მასწავლებელი შესაბამის საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია);
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის უფროს მასწავლებელი უცხო ენაში (გერმანული ენა; ინგლისური ენა) და ქართულში, როგორც უცხო/მეორე ენაში;
  • მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები;
  • პედაგოგთა გადამზადების ცენტრები;
  • საგანამანათლებლო რესურსცენტრები;
  • განათლების სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამაზე რეგისტრაცია და შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ტარდება ელექტრონული ფორმატით.

რეგისტრაციის  დროს აპლიკანტმა სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC)).  

რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არ არსებობის შემთხვევაში, უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოადგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
ე) ელექტრონული ფოტოსურათი, პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კი  ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და  ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

 საკონტაქტო ინფორმაცია:
(+995 32) 222 00 09 (349)
ელ.ფოსტა:
✉ sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge
 lia.tvildiani.1@iliauni.edu.ge

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები