უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია
ღონისძიებები
31 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას.
ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა.
HERI პროექტის „უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში ჩატარდა შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სექტორის სამომავალო ტენდენციების კვლევა, რომელიც გვთავაზობს ზუსტ სურათს, რა კომპეტენციებია მოთხოვნადი უმაღლესი განათლების სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე რეაგირებისთვის.
კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც მოხდება საქართველოში უმაღლესი განათლების სპეციალისტების კვალიფიკაციის პროფესიონალიზაციის საკითხის განხილვა და არსებული მდგომარეობის შეფასება.
ორგანიზატორი: განათლების კვლევების ცენტრი
პროექტი „სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 იანვარი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025