ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უმაღლესი განათლების სექტორის შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ახალი ამბები

31 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება „უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო უმაღლესი განათლების სექტორის შრომის ბაზრისა და სამომავლო ტენდენციების კვლევის შედეგები.

განათლების კვლევების ცენტრის მიერ პროექტის HERI (სამაგისტრო პროგრამა „უმაღლესი განათლება, კვლევა, ინოვაცია) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების სპეციალისტის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი განვითარების პერსპექტივების განხილვას.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  უმაღლესი განათლების პროფესიონალთა კომპეტენციებს, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, წარმატებით იმუშაონ მუდმივად ცვალებად გარემოში.

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია თემაზე უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესიასაქართველოს რეალობა და გამოწვევები, რომელზეც  განიხილეს ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის  გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

განათლების კვლევების ცენტრის პირველი საჯარო ღონისძიება მიზნად ისახავდა აკადემიური, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების გაერთიანებას. ცენტრი გეგმავს, მსგავს დისკუსიებს სისტემატური ხასიათი მისცეს და ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სექტორის საკითხების აქტიურ განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

2025

 

ბანერები