ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგკურსი „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“

ახალი ამბები

2025 წლის 20 იანვრიდან 17 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგკურსი „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“ რომელიც მიზნად ისახავდა მკვლევრებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ეთიკური კვლევითი პრაქტიკების გაუმჯობესებას და კეთილსინდისიერების პრინციპების გაღრმავებას.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, ასევე პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.

კურსს უძღვებოდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო ჯავახიშვილი;  ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ხოსიტაშვილი.

ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

2025

 

 

ბანერები