ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი პროექტის LOVE.DISTANCE ფარგლებში

ახალი ამბები

17 და 24 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში გაიმართა ონლაინ ტრენინგი.

ტრენინგის ძირითადი თემები ეხებოდა სასწავლო პროცესში ელექტრონული სწავლების ელემენტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას. კერძოდ, პროგრამებს: Pawtoon, H5P და Diagrams.Net. მონაწილეებს პროგრამების მუშაობის სპეციფიკის პრაქტიკულად ნახვისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.

ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი გიგა ხოსიტაშვილი.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, საჭირო სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონის მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2023 წელი

ბანერები