ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის

ახალი ამბები

24 ნოემბერს და 9 დეკემბერს Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა  ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის.

ტრენინგი შერეულ, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში წარიმართა, ძირითადი თემები შეეხებოდა სასწავლო პროცესში ელექტრონული სწავლების ელემენტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას. კერძოდ, საუბარი შეეხო პროგრამებს - Gitmind.com; JeopardyLabs; H5P; Moro. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში ენახათ აღნიშნული პროგრამების მუშაობის სპეციფიკა.

ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე და პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი გიგა ხოსიტაშვილი.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორი: პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

2022 წელი

ბანერები