ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგები ise.vidatum.emis.ge-პორტალის შესახებ

ახალი ამბები

12-დან 24 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინფორმატში ჩატარდა ტრენინგი
ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურის საშუალებით (HERD)“ ფარგლებში შემუშავებული საუნივერსიტეტო პორტალის: isu.vidatum.emis.ge  შესახებ. ტრენინგი, რომელიც გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელობით, განკუთვნილი იყო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის, ასევე უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის.

მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია პორტალის მუშაობის, დარეგისტრირების, ინფორმაციის ატვირთვა/განახლების და სხვა ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების შესახებ.

პროექტი HERD მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით

2022

ბანერები