ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგები ერაზმუს + პროექტ DITECH ის ფარგლებში

ახალი ამბები

14-22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი - ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.

ტრენინგის მიზანი იყო უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. კერძოდ, საუბარი იყო შემდეგი აპლიკაციების გამოყენებაზე: Camtasia, Canva Infographic, H5P. აღნიშნული პროგრამები გამოიყენება სასწავლო რესურსის მოსამზადებლად, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტურ თუ გრაფიკულ ფორმატში.

ტრენინგი შემუშავებულია ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური პროექტის „ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლა და სწავლება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (DITECH) ფარგლებში. პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლების განვითარებისა გზით.

2022 წელი

ბანერები