ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენერთა ტრენინგის პირველი ინტენსიური კურსი RASMUS + პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში

ახალი ამბები

2019 წლის 9-13 დეკემბერს ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში უცხოელმა პრაქტიკოსმა მედიატორებმა სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამართეს ტრენერთა ტრენინგის ინტენსიური კურსის პირველი ნაწილი. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა, ამასთან როლური თამაშების მეთოდზე დაყრდნობით შეიძინეს მედიატორის პრაქტიკული უნარები. მიღებული ცოდნა გამოადგებათ კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაში მედიაციის მოდულის შემუშავების დროს.

ტრენინგი გაიმართა ლატვიაში, ტურიბის უნივერსიტეტში, და მასში მონაწილეობდნენ მოწვეული ლექტორები: სალომე გაგნიძე, დიმიტრი ძაგნიძე, უჩა ძიმისტარიშვილი, ასოცირებული პროფესორები: კონსტანტინე ჩოკორაია და დავით მაისურაძე.

ბანერები