ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენერთა გადამზადების კურსი და სასწავლო ვიზიტი ERASMUS + პროექტის MEDIATS: TRAINING AND SOCIETY TRANSFORMATION ფარგლებში

ახალი ამბები

2020 წლის 13-17 იანვარს ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში სამართლის სკოლის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო  ესპანეთის ქალაქ მურსიის UCAM-ის უნივერსიტეტში გამართულ სასწავლო ვიზიტსა და ტრენერთა გადამზადების ინტენსიური კურსის მეორე, დასკვნით ეტაპში. ტრენინგში მონაწილეობდნენ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორები: სალომე გაგნიძე, დიმიტრი ძაგნიძე და უჩა ძიმისტარიშვილი, ასევე ასოცირებული პროფესორები – კონსტანტინე ჩოკორაია და დავით მაისურაძე.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა, რომელიც ითვალისწინებდა მედიატორის როლის მორგებით  მედიაციის იმიტირებული სესიის გამართვას, და მათ მოიპოვეს შემდეგი კატეგორიის სერტიფიკატები:

  • საერთაშორისო ასოცირებული მედიატორი (International certified Mediator) 

  • მედიაციის საერთაშორისო ელჩი (International Ambassador of Mediation)

  • მედიაციის საერთაშორისო მრჩეველი (International Counsellor of Mediation)

საგამოცდო საბჭოს წევრები იყვნენ პრაქტიკოსი მედიატორები და ტრენერები: Jan Van Zwieten, Dana Rone, Marjon Kuipers, Gea van Klompenburg, Francesco De Angelis.

ტრენინგის პარალელურად მიმდინარე მესამე სასწავლო ვიზიტზე სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ მოწვეული ლექტორები ერეკლე კალატოზიშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ვიზიტის ძირითადი ამოცანა იყო მონაწილეთათვის ევროკავშირში მედიაციის რეგულაციებისა და პრაქტიკის გაცნობა, რომლის ფარგლებშიც  გაიმართა ლექციები შემდეგ თემებზე: ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ონლაინმექანიზმები“, ,,მედიაციის დანერგვა და განვითარება მურსიას რეგიონში (ესპანეთი)“. ამასთან გამოცდილების გაზიარებისთვის შეხვედრები ჩატარდა მედიატორთა ასოციაციის, პროფესიონალ ადვოკატთა გაერთიანებისა და სასამართლოს წარმომადგენლებთან. მათგან სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც კერძო, ისე სასამართლო მედიაციის მექანიზმებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ.

სასწავლო ვიზიტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ბანერები