ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

2021 წლის 25-27 თებერვალს გაიმართა Erasmus + პროგრამის გამარჯვებული პროექტის  „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში – Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“ კონსორციუმის პირველი შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი ინსტიტუციები საქართველოდან და ევროპიდან: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით.

შეხვედრაზე შეჯერდა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები, პარტნიორებს შორის განაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა  შედეგების წარმოდგენის ვადები. სამი სამუშაო დღე ონლაინრეჟიმში, გარდა პროექტით დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიე­რ­თო­ბებისთვის ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა. 

ბანერები