ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში

2020-2023 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილე იქნება ერაზმუს +- ის მიერ დაფინანსებული ეროვნული პროექტისა „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH.) პროექტის მიზანია ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის დანერგვისა და განვითარების გზით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს  უსდ-ებში. კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები არიან:

1. ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი
2. კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
3. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი
9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის კოორდინატორია ტალინის უნივერსიტეტი.

ბანერები