ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

SQUARE პროექტის კონსორციუმის შეხვედრა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

ახალი ამბები

8 მარტს Erasmus+ -ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) კონსორციუმის შეხვედრას თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ უმასპინძლა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, გაეცნენ იმ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც მუზეუმს, ეპოქალურ და ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება.

შეხვედრაზე კონსორციუმის პარტნიორმა ინსტიტუციებმა შეაჯამეს პროექტის ღონისძიებები და მიღწეული შედეგები, იმსჯელეს სამომავლო განვითარების გზებსა და პროექტის განაცხადით გათვალისწინებულ აქტივობათა შესახებ.
უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას,რაც საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას უწყობს ხელს.

პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან.

2023

ბანერები