ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა პროექტ SQUARE-ს ფარგლებში

ახალი ამბები

27 იანვარს გაიმართა ერაზმუს+-ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) შეხვედრა.

პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

შეხვედრაზე, რომლის მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტის მესამე მისიის სტრატეგიის დაგეგმვა-შემუშავება, განხილულ იქნა პროექტის სტრატეგიული გეგმა.

მას ესწრებოდნენ პროექტის ქართველი პატნიორები და პროექტის მმართველი გუნდი ილიაუნიდან.

შეხვედრა წარიმართა ჰიბრიდულად, რადგან რეგიონის უმაღლესი სასწავლებლები ვერ ახერხებდნენ დასწრებას.

2023 წელი

 

ბანერები