ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული საბჭოების წარმომადგენლებთან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული საბჭოების წარმომადგენელთა შეხვედრა. 

შეხვედრაზე განიხილეს Critical Languages Scholarship (CLS) პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობა და პროგრამასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობა, ასევე უნივერსიტეტის ბაზაზე მასპინძელი ინსტიტუტის შექმნის,  პერსპექტივა.

პროგრამა Critical Languages Scholarship (CLS) საზაფხულო ამერიკული კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ამერიკის ურთიერთობისთვის აუცილებელი ენები.

სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 14 ენას.

ყოველ ზაფხულს აშშ-ის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ატარებენ 8-10 კვირამდე ზემოთ ხსენებულ კურსებზე. 

პროგრამის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში ენობრივი კომპეტენციისა და ინტერკულტურული სრულყოფილების საქმეს.

2023 

ბანერები