ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი –REACT

ახალი ამბები

ილიას სახემწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება NATO-ს პროექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი –REACT (NetwoRk for alErting and managing public safeTy and resilience – REACT)

პროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია ნატოს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდა ინტერაქტიული, ინტელექტუალური, მრავალენოვანი, მრავალმხრივი და რეალურ დროში მოქმედი პლატფორმის (სახელწოდებით REACT) მეშვეობით.

პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგისა და განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში ჩატარდა ქართულენოვანი შემაჯამებელი შეხვედრა განახლებული მონაცემებით.  

2023

ბანერები