ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა TURNITIN წარმომადგენლებთან პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში

ახალი ამბები

2019 წლის 25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას/ტრენინგს ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.

შეხვედრას გაუძღვნენ პროექტის ფარგლებში შესყიდული პროგრამის TURNITIN წარმომადგენლები კატერინა ლევჩენკო, მაარტინ მორტიერი და ჯეისონ გიფსონი. შეხვედრა შედგებოდა ინტერაქციული პარალელური სესიებისგან, რომელთა მიზანი იყო აკადემურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვა. ღონიაძიებას ესწრებოდნენ, როგორც INTEGRITY პროექტის ბენეფიციარები, ასევე სხვა ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სამომავლოდ ფიქრობენ აღნიშნული პროგრამის გამოყენებას. 

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს პროექტი INTEGRITY.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის INTEGRITY მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები:

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  • ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  • დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
ბანერები