ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ტურიბის უნივერსიტეტშიERASMUS + პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში

ახალი ამბები

2019 წლის 10-11 დეკემბერს ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში ლატვიაში, ტურიბის უნივერსიტეტში, გაიმართა პარტნიორ ქვეყნებთან მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე სამართლის სკოლის წარმომადგენელმა და პროექტის მენეჯერმა, სალომე გაგნიძემ წარადგინა სამართლის სკოლის მიერ გამართული ღონისძიებები. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული თავისებურებები, შექმნილი ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე. 

სამუშაო შეხვედრები შეეხო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხს და სამომავლო ღონისძიებათა დაგეგმვასაც. 

ბანერები