ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა პროექტის LoveDistance ფარგლებში

ახალი ამბები

7 დეკემბერს ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პარტნიორებს პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და რუმინეთიდან. ვიზიტი მიზნად ისახავდა დისტანციური სწავლების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, არსებულ გამოწვევათა შესახებ მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას.

მოკლედ პროექტის შესახებ

LOVE DISTANCE პროექტის მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

2022 წელი

ბანერები