ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას, რომელიც გაიმართა პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით/უმაღლესი განათლების ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე (HERD)“ ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. სამდღიან შეხვედრებში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

პროექტის ფარგლებში იქმნება საქართველოში სამეცნიერო კვლევის მენეჯმენტის ერთიანი სისტემა, რომელშიც თსუ-ის კოორდინირებით ქვეყნის 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი ჩაერთვება (გერმანია, საფრანგეთი).

ორწლიანი პროექტის მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. იგეგმება საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმისა და საქართველოს კვლევითი ინტერნეტპორტალის შექმნა, ადმინისტრაციული პერსონალისთვის კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება და კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

ბანერები