ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა AHEAD პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ Cooperation partnerships in vocational education and training (KA220-VET)-ის პროექტის „ჯანდაცვის სფეროში შეფასების კომპონენტის გაციფრულება (AHEAD)“ ფარგლებში ილიას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები. განხილვის ძირითადი საკითხი იყო სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები, დისტანციური შეფასების ელემენტებისა და ურთიერთშეფასების პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეებმა ღიად ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობლებზე.

მოკლედ პროექტის შესახებ

AHEAD პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მიმართულებით განათლების ტრანსფორმაციას ელექტრონული სწავლებითა და შეფასების აქტიური გამოყენების მეშვეობით.

პროექტის კონსორციუმი შედგება შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია (პროექტის კოორდინატორი)
  • ჰანზის ინსტიტუტი ოლდენბურგში, გერმანია (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი, პოლონეთი (პარტნიორი ინსტიტუცია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო (პარტნიორი ინსტიტუცია)
2022 წელი
ბანერები