ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაფინანსებული გრანტების შესახებ

ახალი ამბები

7-8 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო ონლაინშეხვედრა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული დაფინანსებული გრანტების შესახებ. მისი მიზანი იყო დაფინანსებული გრანტების ადმინისტრირების დეტალების მიმოხილვა, ახალი წესებისა და რეგულაციების გაცნობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ 2022 წელს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები, ევროკომისიის, ევროდელეგაციის, ეროვნული ერაზმუსის ოფისებისა და სააგენტოების წარმომადგენლები.

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3 ფარგლებში დაფინანსებულ პირველ ეროვნულ პროექტს Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS) წარმოადგენდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე განვითარებისა და შემოსავლების მიმართულებით ქეთევან დარახველიძე, საერთაშორისო გრანტების ფინანსური მენეჯერი მანანა სალუქვაძე, განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სალომე შედანია.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  2. ჩარლზის უნივერსიტეტი
  3. მასარიკის უნივერსიტეტი
  4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. კავკასიის უნივერსიტეტი
  3. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  4. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  9. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/ 

2023 წელი
 
 
ბანერები