ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საგრანტო კონკურსი Bulgarian Development Aid

კონკურსები

გამოცხადდა ბულგარეთის  რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული საგრანტო კონკურსი საქართველოს მონაწილეობით.

კონკურსის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება.

პროექტი უზრუნველყოფს

  • დემოკრატიზაციის, კარგი მმართველობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, განსაკუთრებით კი ბავშვების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა დაუცველი ჯგუფებისთვის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მხარდაჭერას;
  • ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობას;
  • გენდერულ თანასწორობას.

კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა (სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ჩათვლით);
  • საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება და ქალთა გაძლიერება;
  • რეგიონული (განსაკუთრებით მთიანი რეგიონების) განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

  • არსებული ან განახლებული ტრენინგმოდულის განვითარება;
  • შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები/ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი ორგანიზაციის ინტერესის გათვალისწინებით;
  • ბულგარეთის შესაბამის ორგანიზაციებში ტრენინგების გამართვა კონკრეტულ საკითხებზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად პარტნიორ ქვეყანაში;
  • სემინარების, ფორუმების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
  • კვლევისა და სტრატეგიის განვითარება;
  • სამოქალაქო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
  • საზოგადოებაში რასიზმის, ქსენოფობიის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის და არატოლერანტული  დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად მულტიკულტურული დიალოგის ხელშეწყობის ღონისძიებები;
  • ღონისძიებები სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლების/ჯანმრთელობის) გასაუმჯობესებლად.

პროექტის ბიუჯეტი

ბიუჯეტი დამოკიდებულია პროექტის მიზნებზე და მერყეობს 20 000-80 000 BGN შორის (ბულგარული ლევი, რომელიც უდრის დაახლოებით 10,210 - 40,845 ევროს).

ბულგარეთის ინსტიტუტებთან (სამინისტრო, სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები და სხვ.) ერთობლივი საპროექტო წინადადება განიხილება პრიორიტეტულად.

საპროექტო განაცხადი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად უნდა გაიგზავნოს 2024 წლის 31 ივლისამდე

  • ელფოსტაზე: Bulgarian.Development.Aid.Tbilisi@mfa.gb ასევე Ivan.Ivanov@mfa.gb, ან
  • ფოსტით: ვახტანგ გორგასლის ქ. N15, 0105 თბილისი, საქართველო (ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში).

 2024

 

 

ბანერები