ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობის კვლევები: გლობალური და ლოკალური პერსპექტივები"

ახალი ამბები

19 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია „მშვიდობის კვლევები: გლობალური და ლოკალური პერსპექტივები“ ერაზმუს +  პროექტის „მშვიდობის კვლევების მოდულის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში.

კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტის შედეგები და პუბლიკაციები, განიხილეს პროექტის მდგრადობის გეგმები და კონსორციუმის წევრთა სამომავლო თანამშრომლობა.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები:

  • დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია,
  • დუბლინის თრინითი კოლეჯი,  ირლანდია
  • ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია
  • ოლსტერის უნივერსიტეტი, ირლანდია
  • კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  • საქართველო რეფორმების ასოციაცია, საქართველო
  • საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი, საქართველო
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები